logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რადგან ეს არის ქმედების სამართლებრივი ვერდიქტი
- +

15 სექტემბერი. 2023. 01:11

"მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში იმპიჩმენტის გადაწყვეტილებას წარმატების შანსი არ აქვს, თავისთავად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა, რადგან ეს არის ამ ქმედების სამართლებრივი ვერდიქტი," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

ოპოზიცია ეძებს და იგონებს რაღაც თემებს, რომ როგორმე შემოიტანოს რადიკალიზმი, ისინი არ გაუშვებენ შესაძლებლობას, რომ კონსტიტუციის დარღვევას არ შეეწინააღმდეგონ და პირიქით, წაახალისონ პრეზიდენტი, რომ მან რაც შეიძლება ხშირად დაარღვიოს კონსტიტუცია. ის, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას მხარდაჭერა არ ექნება, თავიდანვე ვთქვით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სასამართლომ იმსჯელოს და სასამართლოს დასკვნა იყოს. საკონსტიტუციო სასამართლო თუ იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ამას წყალი აღარ გაუვა, ეს იქნება სამართლებრივი შეფასება იმ ნაბიჯებისა, რომელიც პრეზიდენტმა გადადგა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner