logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა და ამ ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ თავდაცვის სამინისტროდან 14 მილიონი ჩაიჯიბოს და ამ ფულით წავიდეს კოლუმბიაში ესკობარის სულის მოსახსენიებლად
- +

15 სექტემბერი. 2023. 10:06

 

 

ქვეყანას, რომელსაც ყოფნა-არყოფნის საკითხი ედგა, ამ ქვეყნის პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ თავდაცვის სამინისტროდან 14 მილიონი მოიპაროს, ჩაიჯიბოს და ამ ფულით წავიდეს კოლუმბიაში ესკობარის სულის მოსახსენიებლად, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

„ეს ყველაფერი ხდებოდა 2009-11 წლებში, ანუ ცხინვალის უბედურების შემდეგ. ქვეყანას, რომელსაც უამრავი სამოქალაქო თუ სამხედრო პირი ჰყავდა გარდაცვლილი, ქვეყანა, რომელმაც დაკარგა ტერიტორიები, ქვეყანას, რომელსაც ყოფნა-არყოფნის საკითხი ედგა დღის წესრიგში, ქვეყანა, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა, ამ ქვეყნის პრეზიდენტი უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ თავდაცვის სამინისტროდან 14 მილიონი მოიპაროს, ჩაიჯიბოს და ამ ფულით წავიდეს კოლუმბიაში ესკობარის სულის მოსახსენიებლად“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner