„ქვეყანას, რომელსაც ყოფნა-არყოფნის საკითხი ედგა, ამ ქვეყნის პრეზიდენტი [მიხეილ სააკაშვილი] უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ თავდაცვის სამინისტროდან 14 მილიონი მოიპაროს, ჩაიჯიბოს და ამ ფულით წავიდეს კოლუმბიაში ესკობარის სულის მოსახსენიებლად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„ეს ყველაფერი ხდებოდა 2009-11 წლებში, ანუ ცხინვალის უბედურების შემდეგ. ქვეყანას, რომელსაც უამრავი სამოქალაქო თუ სამხედრო პირი ჰყავდა გარდაცვლილი, ქვეყანა, რომელმაც დაკარგა ტერიტორიები, ქვეყანას, რომელსაც ყოფნა-არყოფნის საკითხი ედგა დღის წესრიგში, ქვეყანა, რომელმაც ტერიტორიები დაკარგა, ამ ქვეყნის პრეზიდენტი უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ თავდაცვის სამინისტროდან 14 მილიონი მოიპაროს, ჩაიჯიბოს და ამ ფულით წავიდეს კოლუმბიაში ესკობარის სულის მოსახსენიებლად“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.