logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: პატიმარ სააკაშვილს და მის ადვოკატებს გამოძიებისთვის პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ
- +

15 სექტემბერი. 2023. 10:28

 

 

პატიმარ სააკაშვილს და მის ადვოკატებს გამოძიებისთვის პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„თურმე საგრანტო ხაზები ჰქონდა სააკაშვილს სამინისტროებში გახსნილი. პირადი ვოიაჟებისთვის, მასაჟისტებისთვის და ა.შ. თუ სამთავრობო სამსახურის ბიუჯეტიდან საკუთარი ოჯახის წევრებს სწავლის ფულს უხდიდა, თავის მასაჟისტებს, თავდაცვის ბიუჯეტიდან მილიონებს იხდიდა. კოლუმბიაში ალბათ ევროინტეგრაციის საკითხებზე ჩადიოდა. პატიმარ სააკაშვილს და მის ადვოკატებს გამოძიებისთვის პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner