logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ვისაც გურიაში სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველა ამ ოჯახის განსახლება მოხდება და მათ ახალ სახლს ჩვენ შევუძენთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ
- +

15 სექტემბერი. 2023. 11:30

 

 

ყველა მოქალაქის, ვისი სახლიც დაინგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველა ამ ოჯახის განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„გურიაში ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრათ, იმ სახლებში ცხოვრება არ შეიძლება. ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა მოქალაქე, ვისი სახლიც დაინგრა, ან ვისს სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველა ამ ოჯახის განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს მიეცემათ ახალი სახლი; ჩვენ შევუძენთ, ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ. ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, რომ სანერვიულო არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მათ პრობლემებს მოვაგვარებთ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner