შარშან დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს 880 სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რაც უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ამ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით მილიარდი ლარი დაიხარჯება. ასევე ჩვენ დავიწყეთ 1000-ზე მეტი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც მილიარდზე მეტი ლარის ღირებულების პროექტია. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენი შვილები და მოსწავლეები სწავლობდნენ ევროპული და თანამედროვე სტანდარტების სკოლებში, ბაღებში და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა პრემიერმა.