logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 10 წელიწადში, ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია
- +

15 სექტემბერი. 2023. 11:47

 

 

“ბოლო 10 წელიწადში, ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტები, რომელიც განთავსებულია კომერციულ ბანკებში, თითქმის გაათმაგებულია”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„სულ სხვა ეკონომიკაა წელს, ვიდრე იყო 10 წლის წინ. ბანკების აქტივები შედარებისთვის თითქმის 14 მილიარდი იყო 2012 წელს და დღეს არის 70 მილიარდზე მეტი. ეს რა თქმა უნდა, სულ სხვა მოცემულობაა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner