logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის ვალი შემცირებულია - 2 წლის წინ მშპ-თან მიმართებით 60%-ზე მეტს შეადგენდა და თითქმის, 38%-ზეა ჩამოსული
- +

15 სექტემბერი. 2023. 12:20

 

 

მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა შევახსენო ყველას, 2 წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-თან მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი.

 

„ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის, 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5,5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner