„დაინტერესდებიან ალბათ უწყებები, რადგან ეს არ ეხება მცირე თანხებს და თან ეხება თავდაცვის სამინისტროს თანხებს“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვულის პირადი მიზნებისთვის დახარჯული თანხების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თავის მოქალაქეებს ბაგა-ბაღებში ფულს ახდევინებდა, თავის შვილს სკოლაში ფულს ურიცხავდა ბიუჯეტიდან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის დახარჯული 14 მილიონის შესახებ დოკუმენტები გასაჯაროვდება, თუმცა როდის ჯერ უცნობია. თავდაცვის სამინისტროში კი მოკვლევა მიმდინარეობს და გამოძიების დაწყებაზე პროკურატურასთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.