logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე: მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თავის მოქალაქეებს ბაგა-ბაღებში ფულს ახდევინებდა, თავის შვილს სკოლაში ფულს ურიცხავდა ბიუჯეტიდან
- +

15 სექტემბერი. 2023. 12:37

 

 

დაინტერესდებიან ალბათ უწყებები, რადგან ეს არ ეხება მცირე თანხებს და თან ეხება თავდაცვის სამინისტროს თანხებს, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვულის პირადი მიზნებისთვის დახარჯული თანხების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„მაშინ, როდესაც პრეზიდენტი თავის მოქალაქეებს ბაგა-ბაღებში ფულს ახდევინებდა, თავის შვილს სკოლაში ფულს ურიცხავდა ბიუჯეტიდან“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის დახარჯული 14 მილიონის შესახებ დოკუმენტები გასაჯაროვდება, თუმცა როდის ჯერ უცნობია. თავდაცვის სამინისტროში კი მოკვლევა მიმდინარეობს და გამოძიების დაწყებაზე პროკურატურასთან ერთად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner