logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამარცხვინო საქციელია, რომ სააკაშვილმა ბიუჯეტის ფულით პერსონალური სამედიცინო მომსახურებით, საკუთარი შვილის სკოლის ფულის ბიუჯეტიდან გადახდით და პირადი მიზნით სახელმწიფო თვითმფრინავით ისარგებლა
- +

15 სექტემბერი. 2023. 12:49

 

 

ფაქტობრივად, რთული იყო წარმოგვედგინა, რა შეიძლება გაგვეგო ბიუჯეტის ხარჯზე სააკაშვილის ფუფუნებისკენ მიდრეკილი ცხოვრების შესახებ მას შემდეგ, რაც აქამდე მოსმენილი გვქონდა, დაწყებული პერსონალური სამედიცინო მომსახურებით, გაგრძელებული საკუთარი შვილის სკოლის ფულის ბიუჯეტიდან გადახდით, რაც რა თქმა უნდა, სამარცხვინო საქციელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, მიხეილ სააკაშვილი რამენაირად ციხიდან გამოიხსნას.

 

„ამის შემდეგ კიდევ დამატებით რა შეიძლება გაგვეგო?! ეს ინფორმაცია ყველასთვის სიურპრიზი იყო აღმოჩნდა, აქამდე ცნობილი არ იყო, როგორ იყენებდა ის სახელმწიფო თვითმფრინავს, ბიუჯეტის ფულს იმისთვის, რომ პირადი ტურისტული მოგზაურობები მოეწყო ვიღაცების საფლავზე თუ ღირსშესანიშნავ ადგილებში. ეს ინფორმაცია როცა გახდა ცნობილი, როგორც ჩანს, თავდაცვის სამინისტრო დაინტერესდა, რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ არსებობს გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტები, რომელშიც ეს მონაცემები სავარაუდოდ არის აღწერილი. შესაბამისად, როგორც ვიცი, თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ამ გრიფით საიდუმლოს მოხსნასთან დაკავშირებით და საზოგადოება გაიგებს, რასთან ჰქონდა საქმე. ეს „დემოკრატიის შუქურა“, რომელსაც გარედან პოლიტიკური კორუფციით ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი და ქსელი ცდილობს, რომ რამენაირად ციხიდან გამოიხსნას, შევხედავთ, ეს ფუფუნების მოყვარული ადამიანი კიდევ რით იყო დაკავებული ჩვენი ხალხის ფულის ხარჯზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner