„ოთარ ფარცხალაძე თითქმის 10 წელია აღარაა საჯარო სამსახურში. რიგით მოქალაქეს, რომ ასანქცირებ, ბუნებრივია, რაღაც საფუძვლები და არგუმენტები უნდა გქონდეს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„უცნაური ისაა, რომ ამერიკელები ამ შემთხვევაში რუს ბიზნესმენებს უხსნიან სანქციებს. მათივე თქმით, რუსეთის 3 მოქალაქეს მოუხსნეს სანქციები და ამ შემთხვევაში დაასანქცირეს საქართველოს მოქალაქე. კარგად იცით, რომ ოთარ ფარცხალაძე თითქმის 10 წელია აღარაა საჯარო სამსახურში და არის რიგითი მოქალაქე. რიგით მოქალაქეს რომ ასანქცირებ, ბუნებრივია, რაღაც საფუძვლები და არგუმენტები უნდა გქონდეს. შესაბამისი უწყებები ამას შეისწავლიან და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, რამდენად იყო შესაბამისობაში და რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს. საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტს 2 თვემდე იკავებდა და ეს თანამდებობა 10 წლის წინ დატოვა.