logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მჯერა, რომ თსუ-ს სტუდენტები და რექტორი ძალიან მალე იპოვიან გამოსავალს
- +

11 მარტი. 2016. 12:02


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.



მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი და გამოხატოს ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი რექტორის მიერ, რაც არის ხოლმე ამ ასაკში პროტესტის გამოხატვის მიზანი, რომ მოუსმინონ მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ. მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი, რომელიც არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას, იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner