logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და პროპორციული სია 8 სექტემბერს გახდება ცნობილი
- +

7 სექტემბერი. 2016. 22:46



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 8 სექტემბერს გაიმართება.


საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს საზოგადოებას,  პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი გააცნობს.


საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 21:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში", მე-11 პავილიონში გაიმართება.


არსებული ინფორმაციით, ხვალვე გახდება ცნობილი, "ქართული ოცნების" საარჩევნო სია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner