logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება
- +

15 სექტემბერი. 2023. 13:06

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

„პრეზიდენტ ბაიდენს ოჯახური კორუფციის ბრალდებით იმპიჩმენტი ემუქრება,

 

ექსპრეზიდენტ ტრამპს 450 წლით პატიმრობა!

 

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი რუს ოლიგარქ ფარცხალაძეს სანქციებს უწესებს!

 

საფლავში ჯ.ორუელი ტრიალებს, აშშ-ის სახელისუფლებო აბსურდი.

 

ვივა დემოკრატია!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს. საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტს 2 თვემდე იკავებდა და ეს თანამდებობა 10 წლის წინ დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner