საგარეჯოში ავარიის შედეგად ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა საგარეჯოს პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ავტომობილს ამავე სკოლის მოსწავლე მართავდა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და შეეჯახა ჯერ გზის ნაპირზე არსებულ ბოძს, სხვა მსუბუქ მანქანას და შემდეგ იქვე მყოფ ქალს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
ამასთან, დაშავდა ავტომობილში მყოფი 4 მოსწავლე. ისინი საგარეჯოს კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.