logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

15 სექტემბერი. 2023. 14:55

 

 

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს აგიტა ზარინა-სტურესა და ლატვიის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აივა ვიკსნას შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე. გივი მიქანაძემ ლატვიელ კოლეგას გააცნო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული 800 ახალი სკოლისა და 880 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. აქცენტი გამახვილდა ორ სახელმწიფოს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე, რის საფუძვლადაც გამოყენებული იქნება არსებული სამთავრობოთაშორისი შეთანხმება.

 

გივი მიქანაძემ აგიტა ზარინა-სტურე და კომიტეტის წევრები 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოიწვია ერთობლივი საკომიტეტო სხდომის ჩატარებისა და შემდგომი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით. ლატვიელმა კოლეგამ მზაობა გამოთქვა თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოში ვიზიტისთვის.

 

შეხვედრას ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ყურაშვილი ესწრებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner