logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოება ხედავს, რომ „ლელოსთან“ მიმართებით უნდობლობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ვერანაირ ცენტრზე საუბარი ვერ იქნება
- +

15 სექტემბერი. 2023. 16:18

 

 

საქართველოში შეიძლება სავაჭრო ცენტრები არ იყოს იმდენი, ესენი რომ აპირებენ ცენტრის შექმნას ქართულ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს“ გადაწყვეტილებას ალტერნატიული ცენტრის შექმნის თაობაზე.

 

„საზოგადოება ხედავს, რომ უნდობლობის ხარისხი იმდენად მაღალია ყველგან, მათ შორის „ლელოსთან“ დაკავშირებით, რომ ვერანაირ ცენტრზე საუბარი ვერ იქნება. ლომჯარია ალბათ ბომბებს თუ შემატებს მაგ პოლიტიკურ ცენტრს, თორემ ლომჯარიას რეიტინგი ქვეყანაში როგორია, ეს ყველამ ვიცით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

„ლელო“ მესამე ძალის, როგორც თავად უწოდებენ ალტერნატიული ცენტრის შექმნას ცდილობს. პარტიას კონსულტაციები დაწყებული აქვს. სალომე ზურაბიშვილი, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნინო ლომჯარია, და ანა დოლიძე - ასეთია შემადგენლობა, რომელსაც „ლელო“ მესამე ძალად ასახელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner