logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთის გვერდით მდგომ ადამიანებს არ ენდობიან, საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს თითი მიეჭირებათ ღილაკზე
- +

15 სექტემბერი. 2023. 16:30

 

 

იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ენდობა თავის თავს, ალბათ საკუთარ ხელებსაც არ ენდობიან და ეშინიათ, რომ იმპიჩმენტის საკითხის გადაწყვეტის დროს თითი მიეჭირებათ ღილაკზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„მინდა, მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს - ვის მიეცით თქვენ მანდატი, ვინ წარმოგადგენთ თქვენ? ადამიანები, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მდგომ ადამიანებს არ ენდობიან, საკუთარ თავს არ ენდობიან, რომ შემთხვევით ხელი არ წაუცდეთ და ღილაკს არ მიაჭირონ თითი. ყველას ვამშვიდებ, არავინ არავის გადაბირებას არ აპირებს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის უხეშ დარღვევას თუ დაადგენს, პრეზიდენტისთვის ამაზე დიდი განაჩენი არ არსებობს.

 

„სასამართლოს დასკვნასთან შედარებით, პარლამენტის გადაწყვეტილება მეასეხარისხოვანია. ამ საკითხში მთავარია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო რასაც იტყვის, ის იქნება ვერდიქტი. საკონსტიტუციო სასამართლო თუ იტყვის, დაადგენს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, თანაც უხეშად, განზრახ, შეიჭრა სხვა სახელისუფლო შტოს უფლებამოსილებაში, მიითვისა სხვისი უფლებამოსილება, ამაზე დიდი განაჩენი და ვერდიქტი პრეზიდენტისთვის არ არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტში მონაწილეობას არ მიიღებს და კენჭისყრის პროცესში დარბაზში არ იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner