logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: არასამთავრობოების მოხსენება არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი დოკუმენტი, რითაც ბრიუსელის დერეფნებში დარბიან, აყალიბებენ თავის პოლიტიკას - დააზიანონ ქვეყანა და ეს არის პრინციპულად გამოხატული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ
- +

15 სექტემბერი. 2023. 16:42

 

 

არასამთავრობოების მოხსენება არის „ნაცმოძრაობის“ მთავარი დოკუმენტი, რითაც ბრიუსელის დერეფნებში დარბიან, აყალიბებენ თავის პოლიტიკას - დააზიანონ ქვეყანა და ეს არის პრინციპულად გამოხატული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

 

მან კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით წარდგენილ ანგარიშზე გააკეთა.

 

„სოროსის ფონდმა დააფინანსა ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია იმიტომ არის, რომ „ნაცმოძრაობის პოლიტიკურ სუბიექტს ჩვენ ვეძახით დამამცირებელ სიტყვას „ნაცები“ და მთელი რიგი აბსურდული მტკიცებულებები არსებობს, თითოეულ მუხლთან დაკავშირებით.

 

აბსოლუტურად თვალსაჩინოდაა გამოვლენილი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკა. ეს მოხსენება არის მთავარი დოკუმენტი, რითაც ბრიუსელის დერეფნებში დარბიან, აყალიბებენ თავის პოლიტიკას - დააზიანონ ქვეყანა და ეს არის პრინციპულად გამოხატული შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საბოლოო შეფასება წარადგინეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner