კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და კასპის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე ქალაქის საჯარო სკოლებს ეწვივნენ და მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ქალაქის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მარინა მენაბდიშვილს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა. მასწავლებელს სერთიფიკატი - ვახტანგ მაისურაძემ გადასცა.