„მნიშვნელოვანია, რომ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით მოკვლევას იწყებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არ ვიცით რამდენად ყველა ინფორმაცია იქნება გახსნილი, რამე შეიძლება კონფიდენციალურად დატოვოს ამერიკულმა მხარემ“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„საყურადღებო ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ 10 წელიწადზე მეტია არ ჰქონია [ფარცხალაძეს] შეხება სახელმწიფო სამსახურთან და პოლიტიკასთან, საინტერესოა გაგება საქართველოსთვისაც, რატომ მოხდა მისი დასანქცირება და რა ზეგავლენა აქვს ოთარ ფარცხალაძეს უკრაინა-რუსეთის ომთან. ეს სანქციები ძირითადად ამ მიმართულებით არის და მნიშვნელოვანია, რომ ამასთან [ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან] დაკავშირებით მოკვლევას იწყებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. არ ვიცით რამდენად ყველა ინფორმაცია იქნება გახსნილი, რამე შეიძლება კონფიდენციალურად დატოვოს ამერიკულმა მხარემ, ყოველ შემთხვევაში, რადგან საქართველოს მოქალაქეა, მასზე ჩვენ გარკვეული რეაგირება აუცილებლად უნდა მოვახდინოთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.