logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს, რომ კანონი და კონსტიტუცია ყველას მხრიდან მკაფიოდ დაცული იყოს, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის
- +

15 სექტემბერი. 2023. 18:23

 

 

სამწუხაროდ, ძალიან დიდი ხანია პრეზიდენტი დაახლოებით იმ კონტექსტშია გადასული, რას აც რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწევიან, რომ ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება არს {კანდიდატის სტატუსს}, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ქრონიკაში განუცხადა.

 

„ამას მოჰყვა პლუს ის, რომ პრეზიდენტმა დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ისაა, რომ კონსტიტუცია იყოს დაცული და პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩარჩოებში მოქმედებდეს. კონსტიტუციის პერმანენტული დარღვევა ქვეყანას, საბოლოო ჯამში მიიყვანს ქაოსამდე, ორხელისუფლებიანობის წარმოშობისა და სხვა მანკიერი პროცესების განვითარებამდე. ყველა ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს, რომ კანონი და კონსტიტუცია ყველას მხრიდან მკაფიოდ დაცული იყოს, ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ ლეგიტიმურ გზას“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner