logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: პრემიერისგან დაგვევალა, აქტიური მუშაობა დავიწყოთ ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის სტუდენტების კვოტებსა და საგადასახადო შეღავათებზე
- +

15 სექტემბერი. 2023. 18:57

 

 

“პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა, აქტიური მუშაობა დავიწყოთ ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა სამართლებრივ პროცედურასთან დაკავშირებით, მათ შორის სტუდენტების კვოტებსა და საგადასახადო შეღავათებზე”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

 

ამასთან, გიორგი ამილახვრაის შეფასებით, მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებს უნივერსიტეტებში დავალიანება გაუნულდებათ, უპრეცედენტოა.

 

„ვულოცავ 30 000-ს ახალგაზრდას, რომელმაც პრაქტიკულად დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით განაახლა სტუდენტობა. აქტიურად დავიწყეთ სტუდენტების მხარდაჭერა. ერთი კვირის წინ გავაორმაგეთ სტიპენდიატთა რაოდენობა, გავაორმაგეთ სტიპენდიის თანხაც. დღეს უკვე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული აქვთ ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ ვალი. შესაბამისად, ვისაც სწავლის გაგრძელების სურვილი აქვს, უფლება მიეცემა, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი და განაგრძონ სწავლა. ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობებისთვის, სტუდენტებისთვის, რათა მიიღონ ხარისხიანი განათლება და შემდეგ თავიანთი ცხოვრება, კარიერა გააგრძელონ. მე და ფინანსთა მინისტრს პრემიერისგან დაგვევალა, რომ აქტიური მუშაობა დავიწყოთ ყველა უნივერსიტეტთან სხვადასხვა სამართლებრივი პროცედურის შესაქმნელად, მათ შორის სტუდენტების კვოტებთან, საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით, რასაც ორშაბათიდანვე შევუდგებით. ყველა უნივერსიტეტთან გვექნება კომუნიკაცია ამ საკითხების უსწრაფესად მოსაგვარებლად“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner