logo_geo
eng_logo
პარლამენტში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის ერთკვირიანი პროგრამა დასრულდა
- +

15 სექტემბერი. 2023. 23:38

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის წარმომადგენლები ვიზიტის დასასრულს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრს ბაია კვიციანს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაია კვიციანმა სტუმრებს გენდერული საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, განხორციელებული აქტივობები, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათი ქვეყნების პარლამენტების გამოცდილებაზე გენდერულ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით.

საქართველოს პარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების ქალი ლიდერების ქსელის ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები ეუფლებოდნენ საჯარო გამოსვლებისა და მოხსენების წერის ტექნიკის საკითხებს. ღონისძიების მონაწილეები, ასევე, შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს, ქეთევან კვინიკაძეს და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრებს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და აზერბაიჯანის პარლამენტების, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატების წარმომადგენლები.

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის ფარგლებში. ქალების გაძლიერების ინიციატივის მიზანია ქალების პროფესიული პოტენციალის წარმოჩინების ხელშეწყობა და პროფესიულ ცხოვრებაში მათი როლის გაზრდა. ერთკვირიანი პროგრამა სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა.

პარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორების წევრი ქვეყნების პარლამენტის აპარატის უფროსების ქსელის მთავარი მხარდამჭერი და პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტი „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner