ოთარ ფარცხალაძის სრულიად უსამართლო და გაუგებარ დასანქცირებაზეერთი რამ გამახსენდა - ესტონეთის მოქმედი პრემიერის ქმარს რომ რუსეთში ბიზნესი აქვს, არც ის გადამდგარა და არც ქმარი დაუსანქცირებიათ- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, კარგად ხვდება ქართველი ხალხი, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება არეულობის და პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გაკეთდა!
„ოთარ ფარცხალაძის სრულიად უსამართლო და გაუგებარ დასანქცირებაზეერთი რამ გამახსენდა - ესტონეთის მოქმედი პრემიერის ქმარს რომ რუსეთში ბიზნესი აქვს, არც ის გადამდგარა და არც ქმარი დაუსანქცირებიათ, ჰოდა აქ სულელი არავინ არ არის. ძალიან კარგად ხვდება ქართველი ხალხი, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილება არეულობის და პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გაკეთდა! ესაა სამწუხაროდ მოქმედი ადმინისტრაციის ორმაგი სტანდარტი!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.