საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საჭიროა, გასაჯაროვდეს დოკუმენტები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ეხება.
„როდესაც ავიარეისების განმახორციელებელმა კომპანიის ხელმძღვანელმა, მფრინავმა თავად ისაუბრეს, რომ ეს რეისები სულაც არ იყო სახელმწიფო ან საპრეზიდენტო, ოფიციალური დანიშნულების და იყო მაგალითად, როგორიც არის, ესკობარის საფლავის მონახულება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ბუნებრივად, ჩნდება საკითხი, რომ მასალები იყოს გახსნილი და შესწავლილი, რაში, როგორ მოხდა თანხების გამოყენება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ეგზოტიკურ და პირადი ფუფუნებისთვის დახარჯულ თანხებს, შესრულებულ რეისებს ვნახავთ, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტიდან დაიხარჯა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
რომელი მიმართულებებით და რა მიზნობრიობით დაუფინანსა თავდაცვის სამინისტრომ 14 მილიონით ავიარეისები მიხეილ სააკაშვილს, დოკუმენტები საზოგადოებისთვის ჯერ არ გასაჯაროებულა.