logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი პრემიერის გადაწყვეტილებაზე: ნორმალურმა ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება ნორმალურად მიიღეს და ტაშიც დაუკრეს, მაგრამ ირგვლივ აღმოჩნდნენ კრეტინიზმით დაავადებულები, რომლებმაც მეტად კეთილშობილური და საჭირო გადაწყვეტილება თავიანთებურად გააპროტესტე
- +

16 სექტემბერი. 2023. 13:21

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ო, მაი გაააად!

 

ო, ბოჟე მოი!

 

ვახ, ჩემიიიიიი!

 

საქართველოში კრეტინიზმის სინდრომი დამკვიდრდა და ახლა ძალიან გამწვავდა... სიტუაცია უკიდურესად აყროლდა, ატარეთ პირბადეები!

 

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაცხადა, ჩემი ინიციატივით 30 ათას სტატუსშეჩერებულ სტუდენტს გადასახადი გაუნულდება და სწავლას ჩვეულებრივად განაგრძობსო.

 

ნორმალურმა ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება ნორმალურად მიიღეს და ტაშიც დაუკრეს, მაგრამ ირგვლივ აღმოჩნდნენ კრეტინიზმით დაავადებულები, რომლებმაც მეტად კეთილშობილური და საჭირო გადაწყვეტილება თავიანთებურად გააპროტესტეს.

 

დიახ, ამათ ხომ ყველაფრის თავიანთებურად შეტრიალება შეუძლიათ და ყველაფერს აპროტესტებენ, რაც კი ,,ქართულ ოცნებას'' უკავშირდება?

 

თუ მოინდომეს, ამერიკულს რუსულად მოგაჩვენებენ!

 

კრემლიდან გადმორიცხულ რუბლებს სოლიკო ვირსალაძის ჰონორარად შერაცხავენ!

 

ებრაელ მომღერალს რუსად გადააკეთებენ!

 

თურქულ გემს რუსულად მონათლავენ!

 

გარმონს ,,ფეჩად'' გამოაცხადებენ და ასე შემდეგ... რომელი ერთი ჩამოვთვალო?

 

მოკლედ, გუშინ ვადაზე ადრე გაფუჭებულმა ვახუშტი სანაიამ დაიწყო და დანარჩენი გაფუჭებულებიც აიყოლია - ისაო, ამ გადაწყვეტილებით ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს შეურაცხყოფა მიაყენა, დაამცირა, ეს ხომ მოსყიდვა და თავისუფლების დაკარგვააო?

 

ჰა, ჰა, ჰა!

 

ახლა უყურეთ... ვახუშტის დავთრების თანახმად, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა არა მხოლოდ სტატუსშეჩერებული სტუდენტები, პენსიონერები და საჯარო მოხელეებიც დაამცირა, შეურაცხყოფა მიაყენა.

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ არაერთხელ თქვა, უახლოეს ხანში პენსიებიც გაიზრდება და საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებიცო.

 

განა ეს არ არის მოსყიდვა და დამცირება?

 

მეტიც!

 

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქული მედიკამენტების ბაზარი რომ გახსნა საქართველოში და ფასები დააგდო, მრავალშვილიან ოჯახებს რომ შემწეობები დაუნიშნა, სტუდენტებს სტიპენდიები რომ გაუორმაგა და სტიპენდიების ამღები სტუდენტების რაოდენობაც რომ გააორმაგა, სახელმწიფო რომ ასეულობით დაავადებას აფინანსებს და ადამიანები სახლ-კარს აღარ ყიდიან გადაუდებელი ოპერაციებისთვის, განა ეს არ არის მოსყიდვა, დამცირება და პანჩურის ამორტყმა?!

 

ამას დავანებოთ თავი!

 

რუსული დენი, გაზი და პური რომ მოდის ჩვენამდე, განა ეს არ არის მოსყიდვა, დამცირება, შეურაცხყოფა და თავში კომბლის ჩარტყმა?

ბოლო-ბოლო, ამ ხელისუფლების გაკეთებულ გზებზე რომ ,,დარონინობთ'' და თან იჭყანებით, სუ ,,პროპკებიაო'', განა ეს არ არის დამცირება და მასხრად აგდება? რა ნამუსით დადიხართ?!

 

მხოლოდ ერთმა ,,ღვაწლმოსილმა'' პოლიტიკოსმა, ანა დოლიძემ იკადრა და თქვა, რაც მთავრობამ სტუდენტებთან დაკავშირებით გადაწყვიტა, ეს ჩვენი პარტიის დამსახურებაა, ჩვენი დაუღალავი შრომისა და ოფლისღვრის შედეგიაო. მართალია, ამანაც იქვე დასძინა, ეს მაინც არჩევნებს უკავშირდებაო, მაგრამ ანიკო დოლიძის გამოხტომა გაცილებით სჯობდა ვახუშტის გამოხტომას.

 

რატომ?

 

იმიტომ, რომ... თუ ანიკო დოლიძე ამ შემთხვევაში ვირეშმაკად გამოჩნდა, ვახუშტი გამოუსწორებელ კრეტინად მოგვევლინა.

 

ვფიქრობდი, დანარჩენი ,,ღვაწლმოსილი'' პოლიტიკოსებიც დოლიძეს მიბაძავენ-მეთქი, მაგრამ არა, ისინი ვახუშტის გზას დაადგნენ

 

ერთმა მოქალაქემ ისიც კი დაწერა, მე შევარდნაძის დროს ყველანაირ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, ხუნტის სურვილები არ დავაკმაყოფილე, ,,ბუტკაში'' ვმუშაობდი, თან ელიოტსა და შექსპირს ვთარგმნიდი, რათა ინტელექტუალური ვარდნა არ განმეცადაო... სტუდენტებს მოვუწოდებ, უარი თქვან შემოთავაზებულ გადაწყვეტილებაზე, რადგან ეს ხდება თავისუფლების სანაცვლოდო.

 

ეს ცოტა უფრო სხვანაირი დაავადებაა, მეგობრებო, ეგეთზე იტყვიან ხოლმე, ,,სამადავოლნი ბალვანიაო''!

 

ჰმ... ელიოტსა და შექსპირს ვთარგმნიდი, რათა ინტელექტის ვარდნა არ განმეცადაო.

 

კი მოუნდომებია ამ ქალს ივანე მაჩაბლობა, მაგრამ აშკარად ჩანს, ინტელექტის ვარდნა მაინც განუცდია... ჯერ ერთი, თუ შევარდნაძის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვი, გამოდის, გავარვარეული ზვიადისტი იყავი და... თუ ზვიადისტი იყავი, მიხუისტი რანაირად გახდი?

 

ისე... აქ შევარდნაძე რა შუაშია, ეგეც ვერ გავიგე!

 

ეს სტუდენტების მოსყიდვააო... თავისუფლების წართმევააო!

 

როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ბანკების მიერ გაშავებულ 600 ათას ადამიანს ვალები გაუნულა, მაშინაც დაიწყეს, მოსყიდვააო, მაგრამ არ უთქვამთ, შეურაცხყოფა და დამცირებააო.

 

როგორც ჩანს, კრეტინიზმის სინდრომი ეგრე ძალიან არ იყო გამწვავებული.

 

ივანიშვილმა 600 ათასი ადამიანი ამოიყვანა გაჭირვებიდან და თქვენ წარმოიდგინეთ, მათთვის არაფერი მოუთხოვია, ნაცი იყო, შმაცი იყო, გნაცი იყო, არ გაურჩევია, არც თავისუფლება ჩამოურთმევია და არც საარჩევნო ხმები სდომებია.

 

ეგ კი არა, მადლობაც არავის უთქვამს!

 

ახლაც იგივეა!

 

ირაკლი ღარიბაშვილი ვინმეს რამე პირობას ადებინებს? ვინმეს რამეს სთხოვს? წადით, ხალხო, გაიარეთ, თუ გინდათ - ისწავლეთ, თუ გინდათ - ნუ ისწავლით, შანსი მოგეცათ, გამოიყენეთ... თუ არ გამოიყენებთ, არც ეგ არი ტრაგედია, ისევ თქვენ დაზარალდებით.

 

რა თავისუფლების შეზღუდვა?

 

რა მოსყიდვა?

 

თქვენ ხომ არ გაჟუილებთ?

 

არა, რომ გაჟუილებთ და ალაოდა ხართ, ეგ ვიცით, მაგრამ ამ დონემდე თუ დაეცემოდით, მაინც არ გვეგონა!

 

აყროლდა, ხალხო აქაურობა, აყროლდა, პირბადეები იხმარეთ, სუნი შეგაწუხებთ!" - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner