ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით 2012 წელს მან რამდენიმე თვით ადრე იცოდა, რომ არჩევნებს „ნაციონალური მოძრაობა" წააგებდა.
„დიდი ხნით ადრე, ყოველ შემთხვევაში სამი თვით ადრე ვიცოდი, რომ არჩევნები წაგებული გვექნებოდა... სხვა შედეგები მაჩვენეს გამოკითხვა, მაგრამ ვუთხარი დაივიწყეთ, ეს არჩევნები წაგებულია მეთქი.
ახსნა რად მინდოდა, მეტი გამოცდილება და ინსტიქტი მქონდა და ძალიან კარგად ვიცოდი, უბრალოდ ესენი მეცოდებოდნენ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემაში "ნანუკას შოუ."