აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მიულოცეს.
ვახტანგ მაისურაძის განცხადებით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ორგანიზებულად დაიწყო და ბავშვებს დღეს ყველგან არაჩვეულებრივი გარემო დახვდათ.
„ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ხელშეწყობა და პატარა აღსაზრდელების განვითარებაზე ზრუნვაა. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, აშენდა ახალი და სრულად რეაბილიტირდა საბავშვო ბაღები, მოეწყო გასართობი სივრცეები. მიმდინარე წელს დაგეგმილია 8 საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამ კუთხით გვაქვს კიდევ სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც “ - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა.