logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქე ფარცხალაძე საჯაროდ ამხილა ФСБ-თან კავშირში. ველოდებით თქვენგან დადასტურებულ ბრალდებას, თუ არა, მაშინ ეს არის ცილისწამება, დასჯადი კანონით
- +

16 სექტემბერი. 2023. 13:59

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციის დაწესებას სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

 

„Mr. ბლინკენ, ოკუპანტების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა სამშობლოს ღალატია!

 

ყველაზე სამარცხვინო და მძიმე დანაშაული!

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქე ფარცხალაძე საჯაროდ ამხილა ФСБ-თან კავშირში. ველოდებით თქვენგან დადასტურებულ ბრალდებას, თუ არა, მაშინ ეს არის ცილისწამება, დასჯადი კანონით!“, - წერს გოგა ხაინდრავა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს ასახელებს, რომელთაც ვაშინგტონი დამატებით სანქციებს დაუწესებს. საქართველოს კონტექსტში ნახსენებია ოთარ ფარცხალაძე, რომელიც მთავარი პროკურორის პოსტს 2 თვემდე იკავებდა და ეს თანამდებობა 10 წლის წინ დატოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner