ბერლინის „უნიონის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი სასამართლოში უჩივლებს თავის ყოფილ კლუბს „იუვენტუსს“, – ამის შესახებ იტყობინება ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
იტალიელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ტურინულმა კლუბმა პროფესიული და საიმიჯო კუთხით ზიანის მიაყენა მას, როცა ფეხბურთელი ვარჯიშებს ჩამოაშორა. ბონუჩის უნდა, რომ „იუვენტუსმა“ აანაზღაუროს მიყენებული ზარალი.
მცველს სურს, რომ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული თანხა ქველმოქმედებაში დახარჯოს.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ივლისში ჩამოაშორა ბონუჩი ძირითად გუნდს და ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა, რის შემდეგაც ცენტრალური მცველი „უნიონმა“ გაიფორმა.