რუსული მედიის ცნობით, სანქტ-პეტერბურგში ძლიერი ხანძარი გაჩნდა 1000 კვადრატულ მეტრი ფართობის ტერიტორიაზე, სადაც სავაჭრო ცენტრი და რესტორანი იყო განთავსებული.
ცეცხლის ჩაქრობა რამდენიმე საათში მოხერხდა, მისი გამომწვევი მიზეზები კი უცნობია.
ინფორმაცია ასევე არ გავრცელებულა მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.