ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 თურქული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, სანქციები კომპანიებს იმიტომ შეეხო, რომ ისინი რუსეთს ადრე დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ. სანქციები შეეხო საზღვაო კომპანიებს, რომლებიც ეხმარებოდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი გემების გარემონტებაში და რუსეთს „ორმაგი დანიშნულების“ საქონელს აწვდიდნენ.