logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის საქმის პროკურორი სასამართლოს სთხოვს, ექსპრეზიდენტს საქმესთან დაკავშირებით საჯარო კომენტარების გაკეთება შეუზღუდოს
- +

16 სექტემბერი. 2023. 15:06

 

 

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სპეციალური პროკურორი ჯეკ სმიტი სასამართლოს სთხოვს, ყოფილ პრეზიდენტს საქმესთან დაკავშირებით საჯარო კომენტარების გაკეთება შეუზღუდოს. ცნობას BBC აქვეყნებს და იუწყება, რომ პროკურორი მოთხოვნის მოტივად მოწმეთა შევიწროების აღკვეთას, ასევე დეზინფორმაციისა და მუქარებისა თავიდან აცილებას ასახელებს.

 

შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დონალდ ტრამპს აეკრძალება საჯარო განცხადებების გაკეთება, თუმცა შეეძლება საჯარო დოკუმენტების ციტირება ან საკუთარი უდანაშაულობის შესახებ საუბარი. დონალდ ტრამპს 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით შეთქმულებაში ედება ბრალი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner