ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში სასწავლო პროცესი ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში განახლდა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მერიამ განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა შენობის შიდა ინტერიერი და გარე ფასადი.