რეჟისორი გოგა ხაინდრავა აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის დანაშაულებრივი რეჟიმი და აუცილებელია პარტიის ლიდერები შესაბამისად გასამართლდნენ.
გადაცემა „პრიორიტეტში" ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილს ნიურნბერგის პროცესს დაჰპირდა და ამას ასრულებს კიდეც.
„რაც დავპირდი იმას ვუსრულებ! არ ვიცი ეს რამდენად არის ნიურნბერგი, მაგრამ პროცესი რომ არის ამის თქმა შემიძლია ნამდვილად!
ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, ამ რგანიზაციის წევრები დანაშაულში არიან მხილებულნი ქართული მართლმსაჯულების მიერ, მათი ბელადები ემალებიან მართლმსაჯულებას და დანარჩენები დღეს ცდილობენ ამა თუ იმ ხერხით ხელშეულხებლობა შეიქმნან!"- განაცხადა ხაინდრავამ.