logo_geo
eng_logo
ევროკავშირი ბულგარეთის და რუმინეთის ანტიკორუფციულ და სამართლებრივ მონიტორინგს აღარ განახორციელებს
- +

16 სექტემბერი. 2023. 15:27

 

 

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ვერა იუროვას განცხადებით, ბულგარეთის და რუმინეთის ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგის მექანიზმი დაიხურა. 

 

„ოფიციალურად: ბულგარეთმა და რუმინეთმა დააკმაყოფილეს კრიტერიუმები და ჩვენ ოფიციალურად ვხურავთ ანტიკორუფციული და სამართლებრივი მონიტორინგის მექანიზმს. გილოცავთ! ეს კარგი დღეა არა მხოლოდ ბულგარეთისა და რუმინეთისთვის, არამედ მთლიანად ევროკავშირისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენს თანამშრომლობას საერთო ევროპული ინტერესის კიდევ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით“, - წერს ვერა იუროვა Twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner