თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანკარას შეუძლია, ევროკავშირს დაშორდეს. ამის შესახებ ერდორანმა მედიასთან აშშ-ში გამზგავრებამდე საუბრისას განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ნაბიჯებს დგამს თურქეთისგან დისტანცირებისთვის.
„ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებას ამ მოვლენების გათვალისწინებით. ამ შეფასებების შემდეგ, თუ საჭირო იქნება, ჩვენ შეგვიძლია, დავშორდეთ ევროკავშირს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის ლიდერს ევროკავშირში გაწერვიანების პროცესზე და ევროპარლამენტის მიერ თურქეთის შესახებ მიღებულ ანგარიშზე ჰკითხეს, რომელშიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელებაზეა საუბარი.