ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში, სტიქიის შედეგად დაზიანებული წყლის სისტემის რეაბილიტაცია და განახლება იწყება - ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით სამუშაოების დასრულების შემდეგ უწყვეტი წყალმომარაგებით 40 - მდე ოჯახი ისარგებლებს.
წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად საჭირო მასალების შეძენა ოზურგეთის მერიის ჩართულობით, კომპანია „ნოვას“ და მიხეილ ართმელაძის მხარდაჭერით განხორციელდა.