logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან შეკოწიწებული ნებისმიერი ერთობა ვერ იქნება მესამე ალტერნატიული ძალა
- +

16 სექტემბერი. 2023. 17:42

 

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისგან შეკოწიწებული ნებისმიერი ერთობა ვერ იქნება მესამე ალტერნატიული ძალა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

 

ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციური ერთობის ყველა მცდელობა, არჩევნებში მარცხით დასრულდება.

 

„ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ შლეიფი, მეტი არაფერი. თუ ყველა დაიწყებს „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენების შეკოწიწებას. დიდი პერსპექტივა არცერთს ექნება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

„ლელო“ მესამე ძალის მობილიზებას ცდილობს და სამომავლო თანამშრომლობას ყოფილ „ნაციონალებთან“ განიხილავს. მათ შორის ზურა ჯაფარიძესთან, ნიკა გვარამიასთან და ელენე ხოშტარიასტან. პარალელურად, საკუთარი საარჩევნო სტრატეგიის ფარგლებში მოქმედებენ ხაბეიშვილი და ვაშაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner