logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი „გირჩის“ ტრენინგებზე: ეს არის კვლავ გაგრძელება იმის, რომ ე.წ. მეამბოხე და რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად ახალგაზრდები მიიზიდონ, მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ
- +

16 სექტემბერი. 2023. 17:50

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „გირჩის“ მიერ ახალგაზრდებისთვის გამართული ტრენინგების თემას ეხმიანება.

 

„ეს არის კვლავ გაგრძელება იმის, რომ ახალგაზრდები მიიზიდონ, ლამაზი სათაურის უკან რეალურად გარკვეული მოიერიშე ჯგუფები შეადგინონ, ე.წ. მეამბოხე და რევოლუციური სცენარების განსახორციელებლად, რათა შემდეგ ისევ დაიყენონ ეს ახალგაზრდები წინ. გაუშვან ისინი პოლიციის, შენობების, პარლამენტის დასარბევად და თავად ამ ახალგაზრდებს ამოეფარონ. ასეთი პოლიტიკური მიზნებისთვის ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ გამოყენებული“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

 

„გირჩი“ ახალგაზრდებისთვის ტრენინგების სერიას განაგრძობს. შეხვედრა ამჯერად სურამში მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner