შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის განცხადებით პოლიტიკა მას დიდად არარ აინტერესებს, თუმცა იყო გარემოება, რამაც მის პოლიტიკურ სვლებს ბიძგი მისცა:
„პოლიტიკით ჩემი დაინტერესების ერთადერთი მიზეზი გარეწარი ნაციონალების ხელისუფლებიდან ჩამოცილება იყო. ამ მხრივ დღეს გულდამშვიდებული ვარ, მეტიც, მტკიცედ მჯერა, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოში ვეღარასდროს გაიმარჯვებს!
ის, რომ ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი ნულია, მაინცდამაინც კახა თარგამაძისგან გინდათ მოისმინოთ? 9 წლის განმავლობაში სისხლის კალოები რომ დააყენეს და ათასი სისულელე აკეთეს, ფიქრობთ, ხალხს დაავიწყებთ?!"- აღნიშნავს თარგამაზე „ასავალ-დასავალთან" საუბარში.