logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ოთარ ფარცხალაძეს წლებია არავითარი შეხება არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან
- +

16 სექტემბერი. 2023. 21:33

"ოთარ ფარცხალაძეს წლებია არავითარი შეხება არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამასთან, ჩვენ ყველამ გავიგეთ ინფორმაცია, რომ მასთან, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქესთან მიმართებაში, დაწესებულია კონკრეტული სანქციები ," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

„ეს საკითხი შესაძლოა ჩვენი დისკუსიის საგანი არც უნდა იყოს, რადგან ამ ადამიანს წლებია არვითარი შეხება არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან. ამ ადამიანს ჰქონდა კონკრეტული თანამდებობა კონკრეტული ვადით და ამის შემდეგ მისი რაიმე კავშირი სახელმწიფო სტრუქტურებთან არ ფიქსირდება და ვერ დაფიქსირდებოდა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner