logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: უხერხულია, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი მიზანმიმართულად და განზრახ არღვევს კონსტიტუციას და ამაზე გვიწევს სამართლებრივი რეაგირების მოხდენა
- +

16 სექტემბერი. 2023. 23:35

"არავისთვის სასიხარულო, მოსაწონი და საამაყო არ არის, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე. უხერხულია, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი მიზანმიმართულად და განზრახ არღვევს კონსტიტუციას და ჩვენს ქვეყანაში ამაზე გვიწევს სამართლებრივი რეაგირების მოხდენა. ვისურვებდი, საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია განზრახ და უხეშად არ დაერღვია," - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

ანრი ოხანაშვილის თქმით, საგარეო პოლიტიკაზე ექსკლუზიური უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ენიჭება მთავრობას.

 

 

თუ ჩვენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე სამართლებრივ რეაგირებას არ მოვახდენდით, ეს ტოლფასია იმის, რომ ჩვენი უმოქმედობით ასევე ვართ კონსტიტუციის დარღვევის თანამონაწილე.

 

 

ავიღოთ ბოლო ორი წელი, დაახლოებით 38 ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტს მიმართვა ჰქონდა მთავრობასთან, რომ მიეღო თანხმობა კონკრეტულ ღონისძიებებზე დასასწრებად. სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებადაც თანხმობას ითხოვდა, რადგან ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა რომ კონსტიტუციას არღვევდა და ისიც კარგად იცოდა, რომ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულია იმპიჩმენტის პროცედურა. მას რომ არ ჰქონოდა გარანტია და მოლოდინი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერდა, გადადგამდა ასეთ ნაბიჯს?! კარგად ჩანს, რომ ადგილი აქვს გარიგებას და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი გარიგება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner