logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- +

11 მარტი. 2016. 12:07


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.


საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრმა პრემიერს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც „მოქალაქეობის შესახებ" კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ უნდა შეუწყდეს, როგორც ამას დღეს ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.


მისივე შეფასებით, ეს ევროპულ ქვეყნებში მიღებული პრაქტიკაა და მსგავსი გადაწყვეტილება საქართველოშიც უნდა იყოს მიღებული. პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამ თემას განიხილავს.


ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბევრი სხვა საკითხი განვიხილეთ. ვისაუბრეთ მიმდინარე პროცესებსა და შესაძლო სამომავლო თანამშრომლობაზე",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner