logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: დღევანდელი ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არის პირდაპირ აღიარება, რომ ხმას აძლევ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხმას აძლევ არეულობას და იმას, რომ გატარდეს არა შენი, როგორც ამომრჩევლის, არამედ სხვების ინტერესები
- +

17 სექტემბერი. 2023. 00:54

"ერთადერთი პოლიტიკა, რაც ოპოზიციას აქვს, არის ბოღმის პოლიტიკა, ხანდახან მიკვირს, ადამიანურად როგორ უძლებენ ამდენ ბოღმას, რომელსაც აგროვებენ და შემდეგ აფრქვევენ," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

 

 

„დღევანდელი ოპოზიციისთვის ხმის მიცემა არის პირდაპირ აღიარება, რომ ხმას აძლევ შენი ქვეყნის წინააღმდეგ, ხმას აძლევ არეულობას და იმას, რომ გატარდეს არა შენი, როგორც ამომრჩევლის, არამედ გატარდეს სხვების ინტერესები, მათ შორის, სხვა ქვეყნებიდან ნაკარნახევი ინტერესები. ამას პირდაპირ აკეთებს ჩვენი ოპოზიცია. ჩამოკიდებული არიან იმაზე, რას იტყვის ესა თუ ის უცხოელი პოლიტიკოსი და არავითარი საკუთარი ინიციატივა არ გააჩნიათ. ვხედავთ, ძირითადად, რა თემები აქვთ. ეს არის სააკაშვილი-რუსეთირუსეთი-სააკაშვილი. ამას წლებია, ვერ ცდებიან. ხანდახან მიკვირს, ადამიანურად როგორ უძლებენ ამდენ ბოღმას, რომელსაც აგროვებენ და შემდეგ აფრქვევენ. ერთადერთი პოლიტიკა, რაც აქვთ, არის ბოღმის პოლიტიკა, რომელსაც ატარებენ. ამიტომ, სამწუხაროდ, მათ ქმედებებს სერიოზულადაც ვერ ვაფასებ. ეს არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც საცეცებივით არის მოდებული მთლიან ოპოზიციას, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ფილოსოფიას, რომელიც მან საკუთარ მიმდევრებში დაამკვიდრა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner