logo_geo
eng_logo
საპატრულო პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

17 სექტემბერი. 2023. 11:27

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ფ., თბილისში დააკავეს.

 

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ი.ფ., გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულ 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამატებით ამოღებულ იქნა 998.87 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ნაწილსაც ბრალდებული ინახავდა დაცულ საცავში, ხოლო ნაწილი განთავსებული ჰქონდა კონკრეტულ ლოკაციაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის I და 18-260-ე მუხლის IV ნაწილებით მიმდინარეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner