კასპის მუნიციპალიტეტი შეუერთდა კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც 15, 16, 17 სექტემბერს ტარდება საქართველოში.
მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა და მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა კამპანიის ფარგლებში კასპში შემოსასვლელი ტერიტორია დაასუფთავეს.
საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება 2010 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით.
კასპის მუნიციპალიტეტი წლებია „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ კამპანიაში სისტემატურ მონაწილეობას იღებს.
კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოს დაცვის ღონისძიებაა და მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ნარჩენების რუკების შედგენას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას.
ნარჩენების გატანა ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობამ“ უზრუნველყო.