logo_geo
eng_logo
კამპანიას „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კასპის მუნიციპალიტეტი შეუერთდა
- +

17 სექტემბერი. 2023. 13:27

 

 

კასპის მუნიციპალიტეტი შეუერთდა კამპანიას  „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც  15, 16, 17 სექტემბერს ტარდება საქართველოში.

 

მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა და მერიის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა კამპანიის ფარგლებში კასპში შემოსასვლელი ტერიტორია დაასუფთავეს.

 

საქართველოში კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება 2010 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით.

 

კასპის მუნიციპალიტეტი წლებია „დავასუფთაოთ მსოფლიოს“ კამპანიაში სისტემატურ მონაწილეობას იღებს.

 

კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი გარემოს დაცვის ღონისძიებაა და მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, გარემოსდაცვითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ნარჩენების რუკების შედგენას, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას.

 

ნარჩენების გატანა ა(ა)იპ „კასპის კეთილმოწყობამ“ უზრუნველყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner